Seguin Moreau - მუხის დამხმარე მასალები

“აგროსფერო” გთავაზობთ ფრანგული კომპანია SEGUIN MOREAU-ს  ღვინისა და სპირტიანი სასმელების დაძველების უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა ალტერნატიულ დამხმარე მასალებს:

 

 

 

ŒNOSTICK® - ამერიკული, ფრანგული და ევროპული მუხის ნედლეული ისეა დამუშავებული, რომ მისი ენოლოგიური პოტენციალი სრულად გამოავლინოს. 

 

ŒNOSTAVE® - ამერიკული და ფრანგული მუხის დამხმარე მასალა, მეღვინეს საშუალებას აძლევს ღვინოს გამორჩეული არომატი შესძინოს. ხელმისაწვდომია ორი ზომა: 7 მმ და 18 მმ.

 

ŒNOCHIPS® - ფრანგული, ევროპული და ამერიკული მუხის ეფექტური დამხმარე მასალა, იგი მუხის ექსტრაქტს სწრაფად გამოყოფს და მეღვინეს საშუალებას აძლევს მიიღოს გამორჩეული გემოვნური თვისებები. მისი დამზადების ტექნოლოგია მუხის კასრების ენოლოგიური თვისებების სამეცნიერო ცოდნასა და გამოცდილებას ეყრდნობა.

 

 ŒNOBLOCK® - ამერიკული და ფრანგული მუხის დამხმარე მასალას, ŒNOSTAVE®-სთან შედარებით, მოკლე ვადაში აქვს სწრაფი ეფექტი და უზრუნველყოფს სასმელში გემოვნური თვისებების მრავალფეროვნებას, ასევე ძალიან მარტივად გამოსაყენებელია მოსახერხებელი შეფუთვის გამო.